saqarTvelos tbebi - zresis tba
მდებარეობა | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°24`04` ჩ. გ. 43°25`02` ა. გ. |
ფართობი | 1.77 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0.6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1 მ |
აუზის ფართობი | 48.4 კმ² |
სინონიმი: ზრესკი, ფასკია.
ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ. წყლის სარკის ფართობი 1,77 კმ², აუზის ფართობი 48,4 კმ², უდიდესი სიღრმე 1 მ, საშუალო სიღრმე 0,6 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აპრილ-მაისშია, მინიმალური - იანვარ-თებერვალში. ტბასთან არხით შეერთებულია მდინარე მურჯახეთისწყალი. იყენებენ სარწყავად.